ჩვენს შესახებ

გორის საინფორმაციო ცენტრი

ორგანიზაციის სახელი: გორის საინფორმაციო ცენტრი
მისამართი: გორი, 1400, ჩიტაძის 3;
ფაქსი: (+995)370 73405;
ელ. ფოსტა:  gic@gic.org.ge
ვებსაიტი:   www.gic.org.ge
ორგანიზაციის თავმჯდომარე: მიხეილ ჩიტაძე

საკონტაქტო პირი:  მიხეილ ჩიტაძე
დაფუძნების წელი:  1997
თანამშრომელთა რაოდენობა: 6
სფეროები:  თვითმმართველობა, საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობა

ორგანიზაციის შესახებ ზოგადი ინფორმაცია:
არასამეწარმეო იურიდიული პირი “გორის საინფორმაციო ცენტრი” – რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩართულია სახელმწიფო და საგადასახადო რეესტრში 1997 წლის 24 ოქტომბერს, ორგანიზაცია სახელმწიფო რეგისტრაციაზე და საგადასახადო აღრიცხვაზე იმყოფება საგადასახადო ინსპექციის  გორის გორის რაიონულ ცენტრში, რეგისტრაციის მოწმობა სერია გსი № 01751, 24.03.08წ.
ორგანიზაციის მიზნებია:
1. დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობო სექტორის და  თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა;
2. სექტორთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
3. მართვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის სტიმულირება;
4. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამაღლების ხელშეწყობა;
5. საზოგადოებრივი და მოქალაქეთა ინტერესების ადვოკატირებისა და ლობირების ხელშეწყობა;
6. საარჩევნო პროცესების დაკვირვება, ხელშეწყობა;
7. სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა.

ცენტრი თვითმმართველობის საკითხებზე 1998 წლიდან მუშაობს და ამ მიმართულებით რამოდენიმე პროექტი აქვს განხორციელებული, რომელთა შორის აღსანიშნავია „საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური“ რომლის ფარგლებშიც ცენთრის მონწილეობითა და ზედამხედველობით შეიქმნა ქალაქ გორის გამგეობის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური (DFID).
განხორციელდა პროექტი ინფორმაციის საზოგადოებრივი ცენტრი, რომლის ფარგლებში შეიქმნა გორის რაიონის საინფორმაციო ცენტრი, მონაცემთა ბაზებში თავი მოიყარაამომწურავმა ინფორმაციამ გორის რაიონის შესახებ (Eurasia Foundation)
ურბანული ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილი პროექტი გორის ანტიკრიზისული საინფორმაციო ცემტრი, რომლის ფარგლებშიც გორის მუნიციპალიტეტში შეიქმნა ომის შედეგების ლიკვიდაციის პროცესების საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის საინფორმაციო ცენტრი.
ამჟამად მიმდინარეობს აგრეთვე ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი პარტნიორული პროექტი სამოქალაქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან „ჩაერთე მართვაში“, რომელიც გულისხმობს საზოგადოების გააქტიურებას და მისი მართვის პროცესებში ჩართვის სტიმულირებას.
ორგანიზაციამ აქტიურ მონაწილეობას მიიღო გორისციხისა და მიმდებარე ძველი უბნების აღდგენისა და განვითარების ღონისძიებების ინიცირებასა და განხორციელებაში, ჩვენი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით მომზადდა გორის მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების კონცეფციისა და სტრატეგიული გეგმის მომზადება, აგრეთვე გორისციხის მისასვლელი გზის შეკეთება და ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ორგანიზაციის წარმომადგენლები ატარებდნენ ტრენინგებს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისათვის საქმიანობის პროექტირებაში.
ჩვენი უშუალო მონაწილეობით მოხდა ქალაქების გორის,  ლუცკის (უკრაინა) და ლუბლინის (პოლონეთი) დამეგობრება.