შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია

მედია ანონსი

შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია
ამა წლის 14 დეკემბერს, ქ. გორში გორის საინფორმაციო ცენტრის ოფისში გაიმართა „სამოქალაქო საზოგადოების
განვითარების ინიციატივის“შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია.
პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ – მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში
სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები,
გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.
რეგიონულ დონეზე გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობად, რეგიონებში შეირჩა 10
რეგიონული „ჰაბი“.შიდა ქართლის რეგიონში – ორგანიზაცია გორის საინფორმაციო ცენტრი.
შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო ჰაბის როლსა და ფუნქციას, „სამოქალაქო საზოგადოების
განვითარების ინიციატივის“ სამომავლო გეგმებს, იმ სავარაუდო სარგებელს, რომელსაც მიიღებს რეგიონის
სამოქალაქო საზოგადოება.
პრეზენტაციას დაესწრნენ რეგიონის საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის, თვითმმართველობის,
ბიზნესის წარმომადგენლები და სამოქალაქო ლიდერები. პრეზენტაციის შემდეგ, სხვადასხვა სექტორის
წარმომადგენლებმა ერთად შეიმუშავესეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთანამშრომლობის სტრატეგია.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ორგანიზაცია გორის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ, „სამოქალაქო
საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა
და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტის
ფარგლებში, რომლის საერთო ბიუჯეტია 5.07 მლნ ევრო (აქედან ევროკავშირის კონტრიბუცია 3.8 მლნ ევროა),
განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი, ჯამში 720 ათასი ევროს
ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის მთელი საქართველოს
მასშტაბით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში
შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების
ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.
თარიღი და ადგილი:
14დეკემბერი, 2017, 12:00 – 15:00სთ.
გორის საინფორმაციო ცენტრი,
გორი ჩიტაძის 3
საკონტაქტო პირი:
მიხეილ ჩიტაშე
გორის საინფორმაციო ცენტრი
ტელ: 599 11 34 55
gic@gic.org.ge

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*