შეხვედრა ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილთან

ფ ო ტ ო მ ა ს ა ლ ა

გორის საინფორმაციო ცენტრი – შიდა ქართლის ჰაბმა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა 2018 წლის 5 იანვარს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა შეხვედრა, ენერგოომბუდსმენს, სემეკის, ენერგეტიკის სამინისტროს და სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლებსა და სოკარ ჯორჯია გაზის მომხმარებლებს შორის. დიდი მადლობა მობრძანებისათვის და საკუთარი აზრის გამოხატვისათვის. იქიდან გამომდინარე , რომ შეხვედრა გასაგები მიზეზების გამო ემოციურად წარიმარათა, ვერ მოხერხდა მოქალაქეთა მხრიდან ყველა შეკითხვის დასმა, რისთვისაც ძალიან ვწუხვარ. ასევე ვერ მოხერხდა შეხვედრის შეჯამება. ამიტომ, მოწვეულ სტუმრებს ვთხოვეთ შეხვედრის შემდეგ კიდევ დაეთმოთ დრო და რამოდენიმე მოქალაქესთან, არასამთავრობო ორგაზნიაციის წარმომადგენლებთან ერთად შეგვეჯამებინა, პრობლემები/პრეტენზიები და შემოეთავაზებინათ მოგვარების გზები. 1. იანვარში მოქალაქეები მიიღებენ სრულყოფილ sms შეტყობინებას, მრიცხველის წინა ჩვენების და ახალი ჩვენების შესახებ. 2. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმდება რამოდენიმე მრიცხველი, როგორც გორში, ასევე გორის რაიონში ენერგო ომბუდსმენის წარმომადგენლის თანდასწრებით. 3. მოქალაქეები, რომლებიც 10 იანვრამდე მიმართავენ განცხადებით ენერგო ომბუდსმენს,
მათი პრეტენზია განხილულ იქნება ინდივიდუალურად და სანამ არ გაირკვევა დეკემბრის დარიცხვის სიზუსტე არ დაევალდებულებათ დარიცხული თანხის გადახდა და არც შეუწყდებათ გაზმომარაგება.(განცხადების ფორმას ავტვირთავ კომენტარში, შეავსეთ და ხელმოწერილი შეგიძლიათ დატოვოთ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ სტალინის 7-ში ან „გორის საინფორმაციო ცენტრში“ ჩიტაძის 3-ში. 8,9,10 იანვარს სამუშაო საათებში, ხელმოწერილ განცხადებას მე და Natia Nadiradze დასკანერებულს მივაწვდით ენერგო ომბუდსმენს, ან დავწერთ იმეილს და თქვენ, თავად გაგზავნეთ ელ. ვერსია, თუ არ გაქვთ ამობეჭვდის საშუალება, განაცხადის ფორმას ჩვენ ამოგიბეჭდავთ ადგილზე, ოფისებში.) 4. „სოკარ ჯორჯია გაზის“ თილისის ოფისის მხრიდან მიმდინარეობს მოკვლევა მათი FB გვერდის ფეიკის შექმნასთან დაკავშირებით, ვარაუდობენ რომ, ეს ფეიკი, რომელიც არაეთიკურად მიმართავდა მომხარებლებს, მათი თანამშრომელია და დადასტურების შემდეგ მიიღებენ შესაბამის ზომებს. ვფიქრობ, არაფერი გამომრჩა და მგონია, რომ შედეგიანი შეხვედრა იყო იმ ემოციების ფონზე რაც გასდევდა შეხვედრას. აღსანიშანვია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი Ekaterine Sukhishvili ესწრებოდნა შეხვედრას და მკაცრად სთხოვდა პასუხს მომხდარზე.

 

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*