2018 წლის 20 თებერვალს, 13:00 საათზე გორის სასწავლო სახელმწიფო უნივრესიტეტის 217-ე აუდიტორიაში გაიმართება პროექტის ‘საუბრები რეგიონალიზმზე’ პრეზენტაცია. პროექტს ახორციელებს გორის საინფორმაციო ცენტრი გორის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ განხორციელებული პროექტის ‘საქართველოს, მოდლოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობის პლატფორმა’ მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში გორის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ხუთკვირიან სალექციო-სასემინარო კურსს რეგიონალიზმისა და მრავალდონიანი მმართველობის შესახებ, რომლებსაც წარუძღვებიან მოწვეული ცნობილი ექსპერტები დავით ლოსაბერიძე, კონსტანტინე კანდელაკი და თენგიზ შერგელაშვილი. ესეების კონკურსის გამარჯვებული დასაჩუქრდება ტაბლეტით, ხოლო მსმენელებს დაურიგდებათ სერთიფიკატები.

გთხოვთ, მობრძანდეთ და დარეგისტრირდეთ კურსზე!

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ანი იმნაძე (გორის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტი)

ელ. ფოსტა: ani.imnadze@yahoo.com მობილური: 577 922 552

კახაბერ სეხნიაშვილი (გორის საინფორმაციო ცენტრი)

ელ. ფოსტა: kakha@gic.org.ge მობილური: 568 009 050

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*