პროექტის პრეზენტაცია `საუბრები რეგიონალიზმზე`

 

2018 წლის 20 თებერვალს გორის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის ‘საუბრები რეგიონალიზმზე’ პრეზენტაცია. პროექტს ახორციელებს გორის საინფორმაციო ცენტრი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთასორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა ფაკულტეტის და კურსის სტუდენტები, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი ქალბატონი მარიამ შერაზადაშვილი,  სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ქალბატონი ანა იმნაძე, ხოლო  GIZ- ის მხრიდან, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების ფარგლებში რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმის კოორდინატორი ქალბატონი ანა ჭანტურია.

პროექტი ‘საუბრები რეგიონალიზმზე’ მიზნად ისახავს ადგილობრივ საზოგადოებაში მრავალდონიანი მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე რეგიონალიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ამ საკითხზე საზოგადოებრივი დისკუსიის ხელშეწყობას. ამ პროექტის ფარგლებში გორის სახელმწიფო სასაწვლო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის მოეწყობა ათი ლექცია/სემინარი/დისკუსია, რომლებსაც ჩაატარებენ ისეთი ცნობილი ექსპერტები როგორებიც არიან:

დავით ლოსაბერიძე, კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფის საპატიო წევრი, საქართველოს ადგილობრივი მმართველობის რეფორმისა და რეგიონული პოლიტიკის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. დაინტერესების სფეროები: ადგილობრივი თვითმმართველობა, რეგიონული განვითარება, ნაციონალიზმი, სამოქალაქო საზოგადოება

კონსტანტინე (კოტე) კანდელაკი, სოციოლოგ-ფსიქოლოგი, ექსპერტი არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, კარგი მმართველობის პრინციპებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი, ადგილობრივი მმართველობის რეფორმისა და რეგიონული პოლიტიკის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

თენგიზ შერგელაშვილი, ეკონომისტი, საქართველოს ინსფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი მდივანი, ოცზე მეტი ნაშრომის ავტორი დეცენტრალიზაციის, ფისკალური დეცენტრალიზაციის, თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების სფეროში.

ლექცია-სემინარების მოსმენის შემდეგ მონაწილე სტუდენტებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ  ესეების კონკურსში მრავალდონიანი მმართველობისა და რეგიონალიზმის საკითხების შესახებ. გამარჯვებული ესეს ავტორი დაჯილდოვდება Asus ZenPad 10 (Z300CNL-6A025A) ტიპის პლანშეტით. სალექციო კურსის მსმენელებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

ფოტო მასალა

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*