ლექცია `რეგიონალიზმის ევროპული სისტემა`

2018 წლის 26 თებერვალს გორის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა პირველი ლექცია პროექტ „საუბრები რეგიონალიზმზე“ ფარგლებში, რომელსაც გორის საინფორმაციო ცენტრი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ახორციელებს სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

სტუდენტებმა მოისმინეს ლექცია რეგიონალიზმის ევროპულ სისტემაზე, რომელსაც უძღვებოდა კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფის საპატიო წევრი ბატონი დავით ლოსაბერიძე. ამავე ლექციის ფარგლებში  ორ მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 212 აუდიტორიაში დღის 2 საათზე გაიმართება დისკუსია პირველი ლექციის დროს განხილული საკითხების ირგვლივ.

ფ ო ტ ო    მ ა ს ა ლ ა

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*