მეორე ლექცია `რეგიონალიზმის ევროპული სისტემა და საქართველო`

დღეს, 2 მარტს  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა მეორე ლექცია პროექტის „საუბრები რეგიონალიზმზე“ ფარგლებში, რომელსაც გორის საინფორმაციო ცენტრი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ახორციელებს სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

სტუდენტებმა მოისმინეს წინა ლექციის გაგრძელება რეგიონალიზმის ევროპულ სისტემაზე, რისშემდეგაც გაიმართა დისკუსია. სტუდენტებს მიეცათ დავალება მოამზადონ საკუთარი ხედვა რეგიონალიზმის შესახებ, ხოლო 5 მარტს, დღის 2 საათზე იმავე 212 აუდიტორიაში მოეწყობა ფართო დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით.

ლექციას უძღვებოდა კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფის საპატიო წევრი ბატონი დავით ლოსაბერიძე

ფ ო ტ ო      მ ა ს ა ლ ა

 

 

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*