მესამე ლექცია `რეგიონალიზმის ევროპული სისტემა და საქართველო`

5 მარტს  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კავკასიის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტმა და დამოუკიდებელი ჯგუფის საპატიო წევრმა ბატონმა დავით ლოსაბერიძემ კიდევ ერთი, რიგით მესამე ლექცია ჩაატარა რეგიონალიზმის საკითხებზე.

ამ პროექტს გორის საინფორმაციო ცენტრი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ახორციელებს სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

სტუდენტებმა მოისმინეს ლექცია  „რეგიონები საქართველოში“ და ასევე მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში. შემდეგი ლექცია გაიმართება პარასკევს 9 მარტს, დღის 2 საათზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 212-ე აუდიტორიაში.

ფ ო ტ ო     მ ა ს ა ლ ა

 

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*