ლექცია მეხუთე `საქართველო – ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება`

დღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა კიდევ ერთ რიგით მეხუთე ლექციას უმასპინძლა, რომელსაც სოციოლოგ-ფსიქოლოგი, ექსპერტი არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, კარგი მმართველობის პრინციპებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი, ადგილობრივი მმართველობის რეფორმისა და რეგიონული პოლიტიკის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონი კონსტანტინე (კოტე) კანდელაკი უძღვებოდა.

დღევანდელი ლექციის თემა იყო `საქართველო – ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება`(თავი 21 განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე მრავალდონიანი თვითმმართველობის სისტემა)

ლექცია პროექტ `საუბრები რეგიონალიზმზე` ფარგლებში ჩატარდა რომელსაც გორის საინფორმაციო ცენტრი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ახორციელებს სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

ფ ო ტ ო     მ ა ს ა ლ ა

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*