იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს პროექტი „ერთად ჩვენი უფლებებისათვის“ პროგრამა „ლიდერთა აკადემია“

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია თანხმობა-ს პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისათვის“ ფარგლებში პროგრამის „ლიდერთა აკადემია“-ს

მიზანია:   ქალთა და ახალგაზრდების (35 წლამდე ასაკის) წარმომადგენლებისათვის შესაძლებლობების გაზრდა როგორც სამოქალაქო სექტორში მუშაობისათვის, ასევე დემოკრატიიზაციისა და ევროინტეგრაციის იდეების წინწაწევისა და ლობირებისთვის.

პროგრამა მოიცავს 16 სამუშაო დღეს

პროგრამის შედეგად:

მსმენელები  ისწავლიან:  ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის საფუძვლებს, გამოიმუშავებენ მოსმენის კულტურას, დახვეწენ სხეულის ენას; მიიღებენ ცოდნას ძალადობასთან დაკავშირებით, 1325 გაეროს რეზოლუციის შესახებ და საქართველოს კანონმდებლობაზე გენდერთან დაკავშირებით; ისწავლიან  კონფლიქტური სიტუაციების ეფექტურად მართვას; კონფლიქტურ სიტუაციებში ქცევის სტრატეგიებს, კონფლიქტური სიტუაციების ანალიზის გზით ეფექტური ურთიერთობების მართვის უნარების განვითარებას, მოლაპარაკებების წარმოების ტექნიკებსა და საშუალებებს;

შეისწავლიან ეკონომიური შესაძლებლობების გაძლიერების საშუალებებს; მზად იქნებიან ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ურთიერთობისათვის, ეცოდინებათ საჯარო ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობები;  ისწავლიან ლიდერის სხვადასხვა თვისებებსა და ჩვევებს, განავითარებენ უნარებს, რომლებიც დაეხმარება მათ საკუთარი შესაძლებლობების დანახვაში, ძლიერი მხარეების აღმოჩენასა და განვითარებაში, კლიშეებისგან, ჩარჩოებისგან, შემზღუდველი პარადიგმებისაგან,  კომპლექსებისგან გათავისუფლებაში, ასევე საკუთარი თავის სრულფასოვან  რეალიზაციაში პირად, პროფესიულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად; გაიგებენ მეტს და გააცნობიერებენ, რა არის ევროინტეგრაცია, რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქისთვის  ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და რას მოუტანს იგი საქართველოს, მისი გავლენები ქვეყანაზე;

ყველა მოდულის სწავლება ორიენტირებულია თითოეულ თემაზე მსმენელის ცოდნის დონის ამაღლებაზე, მიღებული მასალის გაცნობიერებასა და საკუთარ საჭიროებებზე მორგებაზე პრაქტიკაში გამოყენების მიზნით.

 

 

 

 

 

 

თემა # სატრენინგო მოდულის  სახელწოდება

და შინაარსი

დღეების/საათების რაოდენობა
1. ეკონომიკურიგაძლიერება  

 

2 დღე/12 საათი
2. ადგილობრივი ხელისუფლება, დემოკრატია

 

2 დღე/12 საათი
3. 1325, გენდერი, ძალადობა

ოჯახში ძალადობა

საქართველოს კანონმდებლობა და რეგულაციები ძალადობასთან მიმართებაში

 

2დღე/12 საათი
4. კონფლიქტურ სიტუაციების ანალიზი და მართვა

კონფლიქტის მცნებადასახეები;კონფლიქტისდინამიკა,   კონფლიქტურსიტუაციაშიქცევისთავისებურებები;კონფლიქტისგადაწყვეტისეტაპები;

 

1 დღე/6 საათი
5. ლიდერობა, კომუნიკაციები

ლიდერობა, ლიდერი მოტივატორი, ფასეულობების შექმნა და განმტკიცება, ლიდერი და გუნდი

კომუნიკაციის ცნება და სახეები, ეფექტური კომუნიკაციის ელემენეტები და კომუნიკაციის ბარიერები, არავერბალურიკომუნიკაცია -სხეულის ენა, მიმიკა და ჟესტები; არასწორიკომუნიკაცია, როგორცკონფლიქტისწინაპირობა;

 

1 დღე/6 საათი
6. მედიაცია

 

1 დღე/6 საათი
7. მოლაპარაკებების უნარ-ჩვევები

 

1 დღე/6 საათი
8. ევროკავშირი-ასოცირების ხელშეკრულება

 

1 დღე/6 საათი
9. რელიგიათაშორისი დილოგი

 

1 დღე/6 საათი
10. მშვიდობის მშენებლობა

 

1 დღე/6 საათი

 

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*