პროექტი ‘საუბრები რეგიონალიზმზე’  გამარჯვებულის დაჯილდოება

პროექტი საუბრები რეგიონალიზმზე

 

გამარჯვებულის დაჯილდოება

2018 წლის 29 მაისს გორის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტიო დარბაზში გაიმართა პროექტის ‘საუბრები რეგიონალიზმზე’ გამარჯვებულის დაჯილდოება. პროექტს ახორციელებდა გორის საინფორმაციო ცენტრი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთასორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

დაჯილდოებას ესწრებოდნენ სხვადასხვა ფაკულტეტის და კურსის სტუდენტები, რომლებმაც გაიარეს ამ პროექტის ფარგლებში გამართული სალექციო კურსი და ასევე მონაწილეობა მიიღეს ესეების კონკურში. ასევე სხვადსხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები,  ხოლო  GIZ- ის მხრიდან, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების ფარგლებში რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმის კოორდინატორი ქალბატონი ანა ჭანტურია.

პროექტი ‘საუბრები რეგიონალიზმზე’ მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივ საზოგადოებაში მრავალდონიანი მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე რეგიონალიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ამ საკითხზე საზოგადოებრივი დისკუსიის ხელშეწყობა. ამ პროექტის ფარგლებში გორის სახელმწიფო სასაწვლო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის მოეწყო ათი ლექცია/სემინარი, რომლებიც ჩაატარეს ისეთმა ცნობილმა ექსპერტებმა როგორებიც არიან:

დავით ლოსაბერიძე, კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფის საპატიო წევრი, საქართველოს ადგილობრივი მმართველობის რეფორმისა და რეგიონული პოლიტიკის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. დაინტერესების სფეროები: ადგილობრივი თვითმმართველობა, რეგიონული განვითარება, ნაციონალიზმი, სამოქალაქო საზოგადოება

კონსტანტინე (კოტე) კანდელაკი, სოციოლოგ-ფსიქოლოგი, ექსპერტი არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, კარგი მმართველობის პრინციპებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი, ადგილობრივი მმართველობის რეფორმისა და რეგიონული პოლიტიკის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

თენგიზ შერგელაშვილი, ეკონომისტი, საქართველოს ინსფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი მდივანი, ოცზე მეტი ნაშრომის ავტორი დეცენტრალიზაციის, ფისკალური დეცენტრალიზაციის, თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების სფეროში.

ყველა მონაწილეს, ვინც სისტემატიურად ესწრებოდა ლექციებს, გადაეცათ სერთიფიკატები, ესეების ავტორებს სასაჩუქრე ნაკრები (ბლოკნოტი, კალამი და აშშ.) ხოლო ესეების კონკურსში გამარჯვებული ლელა სოღოლაშვილი დაჯილდოვდა   Asus ZenPad 10 (Z300CNL-6A025A) ტიპის პლანშეტით.

ვ ი დ ე ო      მ ა ს ა ლ ა

ფ ო ტ ო      მ ა ს ლ ა

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*