მოხალისეობის ფორუმი

                                            

           

         ევროკავშირი ხელს უწყობს მოხალისეების გაძლიერებას საქართველოში

მოხალისეობის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობისათვის გიწვევთ მოხალისეობის ფორუმზე, რომელიც გაიმართება 15.06.2018, 14:00, გორი ჭავჭავაძის გამზირი 45, (კ.თ. გამარჯვების შენობა). ფორუმი ერთმანეთთან დააკავშირებს მათ, ვინც ეძებს მოხალისეებს და მათ, ვისაც მოხალისეობა სურს.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 30 ორგანიზაცია, მათ შორის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმართველობის, ბიზნესისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

მოხალისეობის ფორუმი ორგანიზებულია —შიდა ქართლის ჰაბის  — მიერ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  მხარდაჭერით და ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის’’ (2017 -2020)  ფარგლებში. ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას მოქალაქეების მიმართ და  კავშირების განმტკიცებას სხვა აქტორებთან.

 

45 თვის განმავლობაში “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციატივა”ითვალისწინებს    110-ზე მეტი აქტივობის განხორციელებას და 80-მდე გრანტის გაცემას. ინიციატივის ღონისძიებებში სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2500 წარმომადგენელი ჩაერთვება მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

კახაბერ სეხნიაშვილი, კოორდინატორი, გორის საინფორმაციო ცენტრი

568 00 90 50, kakha@gic.org.ge

https://www.facebook.com/Gori.information.center/

 

 

 

 

 

 

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*