ქართულ-ოსური ურთიერთობები: გამოსავლის ძიებაში

23 ოქტომბერს გორის საინფორმაციო ცენტრი – შიდა ქართლის ჰაბში გაიმართა დისკუსია თემაზე  ქართულ-ოსური ურთიერთობები: გამოსავლის ძიებაში ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის ‘ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის’ (COBERM) და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის (აშშ)  ნდობის აღდგენისკენ მიმართული პროექტის ფარგლებში. შეხვედრა გახსნა და ფასილიტაციას უწევდა გორის საინფორმაციო ცენტრის თავჯდომარე  მიხეილ ჩიტაძე.  დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდნენ მომხსენებლები არჩილ გეგეშიძე (ლევან მიქელაძის ფონდი) და გოგა აფციაური (რადიო თავისუფლება), რომლებმაც ისაუბრეს არსებულ სიტუაციაზე ქართულ ოსურ ურთიერთობებში. ადგილობრივი სტუმრების გარდა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ნაციოლიზმისა და კომფლიქტების კვლევის წარმომადგენელმა ნინო კალანდარიშვილმა და „კავკასიური სახლის“ წარმომადგენელმა ვანო აბრამაშვილმა. შეხვედრა გაშუქდა „ამერიკის ხმის“ მიერ, რომლის კორესპონდენტი ნინო დალაქიშვილი ასევე ესწრებოდა შეხვედრას.

იხილეთ ვიდეო

ფ ო ტ ო      გ ა ლ ე რ  ე ა

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*