დისკუსია  თემაზე  სკოლების მოვლა-პატრონობის გადმოცემა  ადგილობრივ თვითმმართველობებზე

2019 წლის 12 თებერვალს გორის საინფორმაციო ცენტრი – შიდა ქართლის ჰაბში, გაიმართა დისკუსია თემაზე „სკოლების მოვლა-პატრონობის გადმოცემა  ადგილობრივ თვითმმართველობებზე“,  რომელიც პროექტის  “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში ხორციელდება. შეხვედრას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები და ადგილობრივი მედია საშუალებები. შეხვედრას  ფასილიტაციას უწევდა გორის საინფორმაციო ცენტრის თავჯდომარე  მიხეილ ჩიტაძე.  შეხვედრაზე განხილულ იქნა, თუ როგორ მიმდინარეობს ადგილობრივ თვითმმართველობებზე სკოლების მოვლა-პატრონობის გადმოცემის პროცესი. გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის სამსახურების წარმომადგენლებმა და გორის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით,  რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.

ვიდეო

 

ფ ო ტ ო     მ ა ს ა ლ ა

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*