დისკუსია  თემაზე  „დეცენტრალიზაციის სტრატეგია“

2019 წლის 22 თებერვალს გორის საინფორმაციო ცენტრი – შიდა ქართლის ჰაბში, გაიმართა დისკუსია „თემაზე დეცენტრალიზაციის სტრატეგია“,  რომელიც პროექტის  “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში ხორციელდება. შეხვედრას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ადგილობრივი მედია საშუალებები. შეხვედრას  ფასილიტაციას უწევდა გორის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი  მიხეილ ჩიტაძე.  შეხვედრაზე განხილულ იქნა, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული დეცენტრალიზაციის სტრატეგია, პროცესი და პერსპექტივები. მოწვეულმა სტუმარმა „კოალიცია თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ ბატონმა ირაკლი მელაშვილმა, შეკრებილ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის პროცესი, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.

ვ ი დ ე ო

ფ ო ტ ო    მ ა ს ა ლ ა

 

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*