ტრენინგი სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქოსაზოგადოების განვითარების ინიციატივის” ფარგლებში, იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირებისშეთანხმების თაობაზე ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგს.ტრენინგების ციკლის დასრულების შემდგომ, 2019 წლის აპრილიდან გამოცხადდება მცირე გრანტების კონკურსი ქართული რეგიონულიარასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგისათვის.

 

ტრენინგი ჩატარდება 2019 წლის მარტი-აპრილის განმავლობაში, თბილისში, სასტუმრო „ლაერტონში“. მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სასტუმრო და კვება. მათ აუნაზღაურდებათ მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

 

გაითვალისწინეთ: ტრენინგზე ადგილები შეზღუდულია! ტრენინგი ჩაუტარდება სულ 45 ადამიანს, რომლებიც დაიყოფიან 15-კაციან ჯგუფებად. თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 4 დღე.

ტრენინგების ჩატარების განრიგი:

  1. 19 – 22 მარტი
  2. 2 – 5 აპრილი
  3. 16 – 19 აპრილი

ტრენინგის მონაწილეთა რეგისტრაციის ვადაა 2019 წლის    26 თებერვლიდან – 11 მარტის     ჩათვლით.

დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება! უპირატესობა მიენიჭება იმ მონაწილეს, რომელმაც განაცხადი უფრო ადრე შეავსო.

დაშვებულია ტრენინგში მონაწილეობისთვის ერთი ორგანიზაციის მიერ ერთზე მეტი მონაწილის გამოგზავნა/დარეგისტრირება. თუმცა საბოლოოდ, მონაწილეთა შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება ორგანიზაციის მიერ პირველად დასახელებულ წარმომადგენელს.

დაინტერესებულ ორგანიზაციებს ვთხოვთ შეავსონ შემდეგი განაცხადი (იხ. ბმული, ან: https://goo.gl/DGrdkj) და აირჩიონ შემოთავაზებულიდან რიცხვებიდან ის ტრენინგი, რომელიც მათ ინეტრესებს შეესაბამება და რომელიც მათ გამოადგებათ ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგისა და ადვოკატირებისთვის.

ტრენინგი ტარდება პროექტ “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”-ს ფარგლებში, რომელის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის(KAS) ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი საზოგადოების ინსტიტუტი(CSI)კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC),საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG)განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ფინანსური მხარდაჭერით.

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*