შეხვედრა გორისციხის და მიმდებარე უბანში მიმდინარე სამუშაოებსა და განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით

2019 წლის 12 მარტს, სამშაბათს 10:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გორის საინფორმაციო ცენტრი – შიდა ქართლის ჰაბის ინიციატივით  გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა გორისციხის და მის მიმდებარედ დაგეგმილ სამუშაოებსა და განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით. შეხვედრას უძღვებოდნენ გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ ჩიტაძე და შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი.

დამსწრე საზოგადოებას გორისციხეზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა გაფრინდაშვილმა. შეხვედრისას გაიმართა დისკუსია ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა გორისციხის გორის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემის საკითხი, ციხის ტერიტორიის ათვისება და საექსპონატო-სამუზეუმო სივრცის მოწყობა, ქალაქსა და მთლიანად რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და ა.შ. ასევე გადაწყდა, რომ საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით შემდეგი შეხვედრა გაიმართება გორისციხეზე, სადაც მონაწილეები ასევე გაცნობიან განახლებულ ინფორმაციას ლომჭაბუკის ძეგლის ირგვლივ მიმდებარე საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსისტეტის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის,  გუბერნატორის აპარატის წარმომადგენლები, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელი თინათინ სოსანიძე და გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი.

 

შეხვედრა გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“  ფარგლებში.

ვ ი დ ე ო

ფ ო ტ ო     მ ა ს ა ლ ა

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*