საჯარო-სამოქალაქო სექტორების თანამშრომლობა გაუმჯობესებული სერვისების მიწოდებისთვის

2019 წლის 27 სექტემბერს გორის საინფორმაციო ცენტრმა უმასპინძლა გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი სერვისების კვლევის შედეგების პრეზენტაციას. რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა ჩატარდა  „საჯარო-სამოქალაქო სექტორების თანამშრომლობა გაუმჯობესებული სერვისების მიწოდებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც განახორციელა გორის საინფორმაციო ცენტრმა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ხელშეწყობით.

პროექტის მიზანი იყო გორის მუნიციპალიტეტში საჭიროებებზე მორგებული და ეფექტიანი სერვისების მიწოდების ხელშწეყობა ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურების შესაძლებლობებისა და საჯარო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაძლიერებით. მუნიციპალური სერვისების კვლევა პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდა და მიზნად ისახავდა გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი სერვისების მიწოდების შეფასებას, თვითმმართველობის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის ფორმების გამოკვეთას და მოსახლეობის განწყობების შესწავლას. კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC). კვლევის ანგარიში მომზადდა ექსპერტების – დავით ლოსაბერიძისა და ლია სანიკიძის მიერ.

კვლევის შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*