საინფორმაციო კამპანია COVID-19-ისგან პრევენციისთვის

პრესრელიზი

საინფორმაციო კამპანია COVID-19-ისგან პრევენციისთვის
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით. კამპანიის სამოქმედო არეალი მოიცავს წინასწარ შერჩეულ 647 ლოკაციას (ქალაქში, სოფელში, რაიონულ ცენტრსა და ჩასახლებაში) საქართველოს 10 რეგიონში, სადაც გავრცელდება 22,500 ცალი სურსათის ჩანთა, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია COVID19-ის პრევენციული ღონისძიებების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის-112, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის შესახებ. მოსახლეობისთვის ჩანთების გადაცემა მოხდება უსასყიდლოდ, სოფლის თემებში მოქმედი სასურსათო მარკეტების მეშვეობით.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივას“ აფინანსებს ევროკავშირი (EU) და თანადამფინასენებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS). კამპანიის მიზანია მოსახლეობის უწყვეტი ინფორმირება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად რეგიონული ჰაბების, ბიზნეს კომპანიების, თვითმმართველობის, მოხალისეთა ჯგუფების, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით – განსაკუთრებით ისეთ სამიზნე ლოკაციებში, სადაც დეზინფორმაციის გავრცელების ალბათობა მაღალია, მათ შორისაა საზღვრისპირა და რაიონულ ცენტრებს მოშორებული სოფლების მაცხოვრებლები, დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა, ხანდაზმულები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და სხვა.
„მაშინ როდესაც პანდემია მსოფლიო მედიის განხილვის მთავარი საკითხია, ჩნდება კითხვა: არის კი საჭირო დამატებითი საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება? ჩვენმა გამოცდილებამ გვიჩვენა „დიახ“ და გარკვეული ჯგუფების საინფორმაციო მხარდაჭერის აუცილებლობა დაგვანახა. ერთის მხრივ ეს საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანებმა შეძლონ ვირუსის გავრცელების პრევენცია, ხოლო მეორეს მხრივ – თავი დაიცვან დეზინფორმაციისაგან. მიმდინარე პერიოდში, სურსათის ჩანთებზე, რომლებიც ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურების ჩართულობით გადაეცემა მოწყვლად მოსახლეობას, განთავსებულია ინფორმაცია აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ ენებზე. ამავე კამპანიის ფარგლებში, 173,760 პურზე უკვე განთავსდა საინფორმაციო სტიკერები და გავრცელდა. აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა იმერეთის, აჭარის, სამეგრელოს, გურიის რეგიონებში მოქმედი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ადგილობრივ ბიზნეს პარტნიორებთან თანამშრომლობით: „ელვა“, შპს “მადლიანი 1“, შპს „ლეკო“, შპს „ვასაძის პური“, შპს „ხელვაჩაურის პურპროდუქტები“, შპს „ნაღდი პური“, შპს „ცინბა““ – განაცხადა ლიკა კილაძემ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
საკონტაქტო პირი: ნატა კაპატაძე – სოციალური მედიისა და კომუნიკაციის მენეჯერიგანათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ტელ: 592 279 279 ელ. ფოსტა: prc@edec.ge

საკონტაქტო პირი: გორი კახაბერ სეხნიაშვილი ტელ: 568 00 90 50
პ.ს. შიდა ქართლის 10 სოფელში უკვე დავარიგეთ აღნიშნული ჩანთები, ამ დღეებში კიდევ 10 სოფელს მოვიცავთ

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*