2019 წლის 12 მარტს, სამშაბათს 10:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გორის საინფორმაციო ცენტრი – შიდა ქართლის ჰაბის ინიციატივით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა გორისციხის და მის მიმდებარედ დაგეგმილ სამუშაოებსა და განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით. შეხვედრას უძღვებოდნენ გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ ჩიტაძე და შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი.
დამსწრე საზოგადოებას გორისციხეზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა გაფრინდაშვილმა. შეხვედრისას გაიმართა დისკუსია ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა გორისციხის გორის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემის საკითხი, ციხის ტერიტორიის ათვისება და საექსპონატო-სამუზეუმო სივრცის მოწყობა, ქალაქსა და მთლიანად რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და ა.შ. ასევე გადაწყდა, რომ საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით შემდეგი შეხვედრა გაიმართება გორისციხეზე, სადაც მონაწილეები ასევე გაცნობიან განახლებულ ინფორმაციას ლომჭაბუკის ძეგლის ირგვლივ მიმდებარე საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსისტეტის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, გუბერნატორის აპარატის წარმომადგენლები, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელი თინათინ სოსანიძე და გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.
შეხვედრა გორისციხის და მიმდებარე უბანში მიმდინარე სამუშაოებსა და განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით
-
IMG 112705543 50 113
IMG 112705543 50 113
-
20190312 50 114
20190312 50 114
-
20190312 50 115
20190312 50 115
-
20190312 50 116
20190312 50 116
-
20190312 50 117
20190312 50 117
-
20190312 50 118
20190312 50 118
-
IMG 101728855 50 119
IMG 101728855 50 119
-
IMG 101817747 50 120
IMG 101817747 50 120
-
IMG 101945742 50 121
IMG 101945742 50 121
-
IMG 102036395 50 122
IMG 102036395 50 122
-
IMG 110650633 50 123
IMG 110650633 50 123