საქართველო. გორი. 1400 +995 599 11 34 55 gic@gic.org.ge
ხუთშაბათი, 21 მარტი 2019 12:56

კამპანიის „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში შიდა ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება

1 და 2 აპრილს, კოალიციის „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლები კამპანიის „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში მომღერალ გიორგი სუხიტაშვილთან ერთად შიდა ქართლის რეგიონს  ესტუმრებიან.  ტურის მიზანია,  მოსახლეობისათვის  მეტი ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის დადებით მხარეებსა და ამავე დროს, რუსული პროპაგანდის გავლენებზე.

1 აპრილს  მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრები დაგეგმილია სოფელი ხცისის მოსახლეობასთან, 2 აპრილს კი ახალუბანის მაცხოვრებლებთან.

ტურის ფარგლებში მოეწყობა ღია დისკუსიები მოსახლეობასთან, სადაც მათ საშუალება ექნებათ კამპანიის მონაწილეებისგან მოისმინონ, თუ რა უპირატესობა აქვს ევროპულ ინტეგრაციას  და გამოხატონ საკუთარი აზრი აღნიშნულ საკითხზე. ასევე, მაცხოვრებლებისთვის მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სიმბოლურად რამდენიმე სიმღერასაც შეასრულებს.

კამპანიის შესახებ

ძალა ევროპაშიაკამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ევროპულ და ევროატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარებულ სამყაროსთან დაახლოების დადებითი მხარეების შესახებ და უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა დასავლური ღირებულებების სწორად გააზრებისა და პოპულარიზაციის პროცესში.

რუსული პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის შედეგად გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ტრადიციების შენარჩუნებას ეწინააღმდეგება. სწორედ ამ არასწორი მითების გასაბათილებლად, ასევე დასავლური ინტეგრაციის პროცესის დადებითი შედეგებისა და სარგებლის საჩვენებლად ხორციელდება კამპანიაძალა ევროპაშია“ “საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოსდა კოალიციაევროატლანტიკური საქართველოსთვისმიერ, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებისა და პროფილის 24 საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

კამპანია „ძალა ევროპაშია“ საკონტაქტო პირები:

თათული მახარაშვილი  +995 577 111 841;  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.