საქართველო. გორი. 1400 +995 599 11 34 55 gic@gic.org.ge
ოთხშაბათი, 22 ივლისი 2020 17:17

ტრენინგი მოხალისეობის თემაზე რეგიონული სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციებისთვის

📢 განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, იწვევს სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების მენეჯერებს, პროექტების/პროგრამების ხელმძღვანელებს და მოხალისეების მიღების, შერჩევისა და მართვის პროცესში ჩართულ პირებს, ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

🎯 ტრენინგის მიზანია სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ხელშეწყობა მოხალისეების შერჩევის, მათი ორგანიზაციის საქმიანობებში ჩართვის, მუშაობის შეფასების, მენტორობის და მონიტორინგის უნარების განვითარებაში.

👉 ტრენინგის თემებია: მოხალისეობა საერთაშორისო, ეროვნულ და ლოკალურ დონეზე; სპონტანური და სტრუქტურირებული მოხალისეობა; ორგანიზაციის მიერ მოხალისეების რეკრუტირება; მოხალისეების შერჩევა; სამუშაოს აღწერა; მოხალისის ჩართვა ორგანიზაციის საქმიანობებში (საოფისე და სათემო აქტივობებში) მენტორობა და მონიტორინგი; მოხალისის მუშაობის შეფასება; მოხალისის დაჯილდოვება; მოხალისეობის კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან; მოხალისეობა და საკვანძო კომპეტენციები; მოხალისეობის რეგულაცია საქართველოში.

🌐 3 დღიანი (დღის განმავლობაში 3 საათი) ტრენინგი ჩატარდება ZOOM -ის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით. ტრენინგები გაიმართება მიმდინარე წლის აგვისტოს პირველ ნახევარში.

❗️ აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 29 ივლისი 18:00 საათი.
❗️ ორგანიზაციიდან წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთი განაცხადი.

❗️ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

📌 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი: ქ. ქუთაისი, პ. ინგოროყვას ქ. #64; ტელ: 0431251330
საკონტაქტო პირი: მაკა ჩინიჯიშვილი
ტელეფონი: 595351677
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.