ხედვა და მისია
ორგანიზაციის მიზნები:
1. დემოკრატიული ინსტიტუტების, დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობო სექტორის და თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა;
2. სექტორთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
3. მართვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის სტიმულირება;
4. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამაღლების ხელშეწყობა;
5. საზოგადოებრივი და მოქალაქეთა ინტერესების ადვოკატირებისა და ლობირების ხელშეწყობა;
6. საარჩევნო პროცესებზე დაკვირვება, ხელშეწყობა;
7. სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა.
გორის საინფორმაციო ცენტრი მისი არსებობის მანძილზე ყოველთვის იყო ადგილზე მიმდინარე პროცესების აქტიური და ანგარიშგასაწევი მონაწილე და ინიციატორი.
ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი ინიციატივები და პროექტები
90-იანი წლების ბოლოს ცენტრი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართველი და ოსი ჟურნალისტების მრგვალი მაგიდების ორგანიზებასა და მუშაობაში, რასაც შედეგად თბილისში, ცხინვალსა და გორში ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო ცენტრების შექმნა მოჰყვა. სწორედ ამ საქმიანობის შედეგია ის ფაქტი, რომ ქართველ და ოს ჟურნალისტებს შორის თანამშრომლობა და კონტაქტები დღემდე შემორჩა.
პუბლიკაციები
2012 წელი
2012წელი
„ადგილობრივი ბიუჯეტის ცნობარი“ გორი.
2016 წელი
2016 წელი
„სოფელ ხელჩუაში ოსური მხარის მიერ დაგეგმილი ახალი გამშვები პუნქტის გავლენის კვლევა ადგილობრივ თემზე“.
2020 წელი
2020 წელი
თანადაფინანსების პროგრამები გორის მუნიციპალიტეტში.