ტრენინგი

 

 

 

 

 

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა, ევროკავშირის პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”#CSSIGE ფარგლებში გამარჯვებული #ჰაბების წევრებისათვის დაიწყო ტრენინგების ციკლი.

13 ნოემბრიდან მიმდინარეობს აღმოსავლეთ რეგიონების ჰაბების ტრენინგი „განვითარების პროექტების ეფექტური მართვა და ურთიერთობა დაინტერესებულ მხარეებთან“.

ამა წლის ოქტომბრიდან 202

0 წლის ოქტომბრამდე, რეგიონული ჰაბები მთელი საქართველოს მასშტაბით სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოებას შეუწყობენ ხელს.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას საქართველოში. პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (#KAS) , სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (#CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (#CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (#CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (#KEDEC) თანამშრომლობით.